მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სიმულაცია
მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 17 სექტემბერი
ეს პირობები არის ხელშეკრულება შენსა და მომსახურების გამწევს შორის. საიტით სარგებლობით ან ანგარიშის შექმნით ადასტურებ, რომ წაიკითხე და ეთანხმები. თუ არ ეთანხმები, გთხოვთ, ნუ ისარგებლებ საიტით.
1. ვინ არის მომსახურების გამწევი
ტექსტში „ჩვენ“ ნიშნავს მომსახურების გამწევს, „შენ“ — მომხმარებელს, „სიმულაცია“ ან „საიტი“ — passdrive.ge-ს და მასზე განთავსებულ მომსახურებას.
2. რა არის ეს მომსახურება — და რა არ არის
- საიტი არის სასწავლო სიმულაცია: მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის, ანუ ქალაქში მართვის სავარჯიშო გარემო, რეალური ქუჩების, ნიშნების და მარშრუტების მიხედვით.
- ეს არის დამოუკიდებელი, კერძო პროექტი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან კავშირი არ აქვს, არ არის მისი ოფიციალური პროდუქტი და მისგან დამოწმებული არ არის.
- სიმულაციაში გავლილ მარშრუტს, ქულას ან შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს და გამოცდის შედეგზე გავლენას არ ახდენს. გამოცდას ატარებს სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით.
- მარშრუტები აღებულია შსს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციიდან. ქუჩები, ნიშნები და გზის მონიშნები შედგენილია OpenStreetMap-ის, საჯარო რუკებისა და ქუჩის ფოტოების 2025 წლის მონაცემებით. ქალაქში მას მერე რამე შეიძლება შეიცვლა, ასე რომ, სიმულაცია ყველა დეტალში შეიძლება არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ მარშრუტს ან ქუჩის ამჟამინდელ მდგომარეობას.
- თუ სადმე უზუსტობას შენიშნავ, მოგვწერე contact@kemsilab.com-ზე და შევისწორებთ.
- სიმულაციით სარგებლობა არ ჩაგითვლება სავალდებულო პრაქტიკულ მომზადებად და არ ცვლის ავტოსკოლას ან ინსტრუქტორთან ვარჯიშს.
3. ტექნიკური მოთხოვნები
სიმულაცია მუშაობს ბრაუზერში და მოითხოვს:
- დესკტოპ ან ლეპტოპ კომპიუტერს კლავიატურით (თაგვი სასურველია);
- თანამედროვე ბრაუზერის ბოლო ვერსიას (Chrome, Edge, Firefox ან Safari) WebGL 2-ის მხარდაჭერით;
- სტაბილურ ინტერნეტს: ქალაქის მონაცემები და მოდელები ყოველ ჩატვირთვაზე ჩამოიტვირთება (ათეულობით მეგაბაიტი).
ტელეფონი და ტაბლეტი მხარდაჭერილი არ არის. სიმულაციის სიგლუვე დამოკიდებულია შენი კომპიუტერის ვიდეობარათზე; პროგრამა ხარისხს ავტომატურად არგებს, მაგრამ სუსტ მანქანაზე კადრები შეიძლება ნაკლები იყოს. ყიდვამდე გირჩევთ, უფასო ნაწილზე შეამოწმო, როგორ მუშაობს შენს კომპიუტერზე.
4. ანგარიში
- ანგარიშის შესაქმნელად საჭიროა სახელი, ელფოსტა და პაროლი. მიუთითე სწორი მონაცემები — მათზე ხდება დაკავშირება და ანგარიშის აღდგენა.
- ანგარიში პირადია. პაროლი არავის გაუზიარო; პასუხს აგებ ყველა ქმედებაზე, რომელიც შენი ანგარიშიდან შესრულდა. თუ ეჭვობ, რომ ანგარიშზე სხვას მიუწვდება ხელი, დაუყოვნებლივ შეცვალე პაროლი და მოგვწერე.
- ერთი ადამიანი — ერთი ანგარიში. ანგარიშის გაყიდვა ან გადაცემა დაუშვებელია.
- ასაკი. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ: 16 წლამდე პირის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; 18 წლამდე პირს ფასიანი წვდომის შეძენა შეუძლია მხოლოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და მისივე თანხმობით გამოყენებული საგადახდო ბარათით.
- ანგარიშის წაშლა შეგიძლია თვითონ, „ჩემი გვერდის“ განყოფილებიდან „ანგარიში“. რა იშლება და რა რჩება — იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
5. უფასო ნაწილი და ფასიანი წვდომა
- საიტის ნაწილით სარგებლობა უფასოა: რეგისტრაციის გარეშე ცდა და ის ქალაქები, რომლებსაც საგამოცდო მარშრუტები ჯერ არ აქვს.
- ფასიანი წვდომა ერთ ქალაქზეა და მოქმედებს 14 კალენდარული დღე გადახდიდან. ერთჯერადი გადახდაა — გამოწერა და ავტომატური განახლება არ არსებობს.
- ფასები ლარშია, საბოლოოა და გამოქვეყნებულია გვერდზე ფასები. გადახდის, მიწოდების და თანხის დაბრუნების წესები — გადახდა და თანხის დაბრუნება, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია.
- ადმინისტრატორმა შეიძლება ქალაქზე წვდომა უსასყიდლოდ გაჩუქოს. ჩუქებით მიღებული წვდომა თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- ვადის განმავლობაში დამატებული ან შესწორებული მარშრუტები იმავე წვდომაში შედის. მარშრუტების შესწორება ან ჩანაცვლება მომსახურების ჩვეული ნაწილია.
6. რა არ შეიძლება
- საიტის, კოდის, მოდელების, ხმების ან მონაცემების კოპირება, ჩამოტვირთვა და გავრცელება ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე;
- ავტომატური მოპოვება (scraping), მასობრივი მოთხოვნები, დატვირთვის ხელოვნური შექმნა, უსაფრთხოების გვერდის ავლა ან ცდა;
- ფასიან ნაწილზე წვდომის მოპოვება გადახდის გარეშე, სხვისი ანგარიშით სარგებლობა, ანგარიშის გაზიარება;
- კოდის დეკომპილაცია ან მისგან ნაწარმოების შექმნა, გარდა კანონით პირდაპირ დაშვებული შემთხვევებისა;
- ქმედება, რომელიც ხელს უშლის სხვა მომხმარებელს ან აზიანებს სერვისს.
დარღვევის შემთხვევაში შეგვიძლია შევზღუდოთ ან შევაჩეროთ ანგარიში. მნიშვნელოვანი დარღვევისას გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
7. ინტელექტუალური საკუთრება
- საიტი, პროგრამული კოდი, დიზაინი, ტექსტები, 3D მოდელები, ხმები და სხვა შინაარსი ეკუთვნის მომსახურების გამწევს ან გამოიყენება კანონიერი საფუძვლით. ნაწილი შექმნილია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით.
- ქალაქების გეოგრაფიული საფუძველი აგებულია OpenStreetMap-ის მონაცემებზე — © OpenStreetMap contributors, ლიცენზია ODbL.
- მესამე პირების სასაქონლო ნიშნები, თუ სადმე ჩანს, მათივე მფლობელების საკუთრებაა და მათთან კავშირს ან მათ მხარდაჭერას არ ნიშნავს.
8. რეკლამა
სიმულაციაში, ქალაქის ბილბორდებზე, შეიძლება განთავსდეს რეკლამა. რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე პირის შეთავაზებაზე და ასეთი რეკლამა არ ნიშნავს მის მხარდაჭერას.
9. მომსახურების ცვლილება და ხელმისაწვდომობა
- სიმულაცია მუდმივად ვითარდება: ქალაქები, მარშრუტები და ფუნქციები ემატება, სწორდება და იცვლება.
- შესაძლებელია ტექნიკური პროფილაქტიკა ან დროებითი შეფერხება. ვცდილობთ, ის მოკლე იყოს, მაგრამ უწყვეტ ხელმისაწვდომობას ვერ გავცემთ გარანტიას.
- თუ მომსახურება ან ქალაქი შეწყდა შენი ანაზღაურებადი ვადის განმავლობაში, გამოუყენებელი დღეების პროპორციული თანხა დაბრუნდება.
10. პასუხისმგებლობა
- მომსახურება მოწოდებულია „როგორც არის“, სასწავლო მიზნით. არ გაძლევთ გარანტიას, რომ სიმულაცია ყველა დეტალში ემთხვევა ფაქტობრივ გამოცდას ან ქუჩის ამჟამინდელ მდგომარეობას. ქუჩების, ნიშნების ან მარშრუტების ასეთი განსხვავება ხარვეზად არ ითვლება (იხილე 2-ე პუნქტი).
- არ ვაგებთ პასუხს გამოცდის შედეგზე, არც სიმულაციაში მიღებული ჩვევის რეალურ გზაზე გამოყენების შედეგებზე. რეალურ გზაზე მოქმედებს საგზაო მოძრაობის წესები და შენი პასუხისმგებლობა.
- ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც ბოლო 12 თვეში ამ მომსახურებაში გადაიხადე.
- ეს პუნქტი არ ზღუდავს პასუხისმგებლობას განზრახი ქმედების, უხეში გაუფრთხილებლობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ან იმ შემთხვევებისთვის, როცა კანონი პასუხისმგებლობის შეზღუდვას კრძალავს. მომხმარებლის კანონისმიერი უფლებები უცვლელი რჩება.
11. პერსონალური მონაცემები
რა მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ, ვის გადაეცემა და რა უფლებები გაქვს — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
12. პირობების ცვლილება
პირობები შეიძლება შეიცვალოს — მაგალითად, ახალი ფუნქციის ან კანონის ცვლილების გამო. ახალი რედაქცია ქვეყნდება ამ გვერდზე განახლების თარიღით. არსებითი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ საიტზე ან ელფოსტით. თუ ცვლილების შემდეგ სარგებლობას განაგრძობ, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმები. უკვე გადახდილ წვდომაზე მოქმედებს ის პირობები, რომლებიც ყიდვის მომენტში იყო ძალაში.
13. მოქმედი სამართალი და დავები
მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით ვაგვარებთ: მოგვწერე contact@kemsilab.com-ზე და პასუხს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიიღებ. შეთანხმების მიუღწევლობისას მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან საქართველოს სასამართლოს.
იხილე აგრეთვე: კონფიდენციალურობის პოლიტიკა · გადახდა და თანხის დაბრუნება · ფასები · კონტაქტი.